წესები და პირობები

საქართველოს კანონმდებლობა 

"Gifton.ge"-ის მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ. 


საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თუ გსურთ მიიღოთ ჩვენი მომსახურება და ამავდროულად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე. საიტზე რეგისტრაციით თქვენ ავტომატურად ქმნით საკუთარ პროფილს და ირჩევთ პაროლს და ელ.ფოსტას მის სამართავად. ამ ინფორმაციის კონიფიდენციალურობა მაქსიმალურად დაცულია"Gifton.ge"-ის მიერ.


პროდუქციის აღწერილობა 

"Gifton.ge" მაქსიმალურად ცდილობს სწორი მონაცემები მოგაწოდოთ პროდუქციის შესახებ. პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ  ყურადღებით გადახედოთ პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებს, ფასებს და ინდივიდუალურ პირობებს.


ფასები

საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის მთლიანი ფასი/ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), დღგ-ს ჩათვლით. საიტზე მითითებული ფასები არ მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებას. 


პროდუქტის ადგილზე მიტანა და მისი დაკარგვის საშიშროება 

"Gifton.ge" პასუხს აგებს მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაზე. შეძენილი პროდუქციის დაკარგვის შემთხვევაში (მიუხედავად დაკარგვის მიზეზისა) "Gifton.ge" ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში გადახდილი საფასური მომხმარებელს.


შეფასება და კავშირი ჩვენთან

საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრი ჩვენი საიტის მომსახურების ან მასზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტის შესახებ წერილის სახით. შეფასება არ შეიძლება ატარებდეს სარეკლამო ხასიათს და არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს. იკრძალება არასწორი ელ.ფოსტის გამოყენება და სხვა ადამიანად ან კომპანიად თავის გასაღება. "Gifton,ge" უფლებას იტოვებს წაშალოს ან დაარედაქტიროს, ნებისმიერი შეფასება, თუ არ შეესაბამება მოცემულ სტანდარტებს.


საიტზე თქვენი რეგისტრაციით თქვენ ავტომატურად  ეთანხმებით საიტის წესებს და პირობებს.

განახლების ბოლო თარიღი: 11.04.2017