ჯონი უოლკერი - შოტლანდიური ვისკი

ჯონი უოლკერი - შოტლანდიური ვისკი

Sunday, Dec 10, 2017 0 კომენტარი

ჯონი უოლკერი - შოტლანდიური ვისკის ისტორია

ჯონი უოლკერი - Johnnie Walker არის შოტლანდიური ვისკი, რომელიც სათავეს იღებს ქალაქ კილმარნოკში. მისი შექმნის ისტორია 1820 წელს სასურსათო, ღვინისა და ალკოჰოლის მაღაზიაში იწყება.

თავად ჯონ უოლკერი 1805 წელის 25 ივლისს დაიბადა. 15 წლის ასაკში მან პირველად შექმნა თავისი სასურსათო და ალკოჰოლური ნაწარმი, ხოლო 1825 წლიდან ჯონმა დაიწყო ისეთი სპირტიანი სასმელების შექმნა, როგორიცაა: ჯინი, რუმი, ბრენდი და ისლანდიური ვისკი. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო ვისკის წარმოება იყო, თუმცა, დიდი ხნის მანძილზე ვისკი ჯონი უოლკერის ბრენდის სახელის ქვეშ არ იყიდებოდა. ამისთვის ჯონს სამი ათწლეული დასჭირდა. თავდაპირველად ის ცნობილი იყო როგორც Walker- ის Kilmarnock Whiskey. ვისკის წარმოება მემკვიდრეობით გადაეცემოდა თაობებს და შემდგომში ბრენდს სახელად ეწოდა Johnnie Walker, მისი შემქმნელის საპატივცემულოდ.

ვისკის ჰარმონიული, მსუბუქი და ტკბილი ხასიათი ლოგოზეც არის ასახული. ლოგოში გამოყენებულია მოსიარულე კაცი, რომელიც Johnnie Walker ის ბრენდის ნიშანია. 1860 წელს ალექსანდრე უოლკერის მიერ არის შექმნილი ბოთლის კვადრატული ფორმა, რომელიც უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის მოსახერხებელი იყო.


Johnnie Walker (ჯონი უოლკერი) ეს არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბრენდირებული შოტლანდიური ვისკი., რომელიც თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იყიდება. 2016 წელს ვისკის გაყიდვა 700 მილიონ ბოთლამდე ავიდა(156.6 მილიონი ლიტრი).

მსგავსი სტატიები: (1)