როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

Saturday, Dec 16, 2017 0 კომენტარი

ინდოეთი

ინდოეთის სხვადასხვა ნაწილში ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ.

ზაფხულის დასაწყისში აღინიშნებალორისდღესასწაული. ამ დღეს ბავშვები სახლებთან მშრალ ტოტებს, თივას და ძველ ნივთებს აგროვებენ, რომლებსაც ღამით წვავენ, კოცონის გარშემო ცეკვავენ და მღერიან.

შემოდგომაზე აღინიშნებადივალისდღესასწაული. ამ დღეს სახლების სახურავებსა და ფანჯრის რაფებზე ათასობით სანთელი ინთება. გოგონები წყალში პატარა გემებს უშვებენ, რომელზეც სანთლები ანთია.

იაპონია

იაპონელი ბავშვები ახალ წელს ახალ ტანსაცმელში ხვდებიან. ახალი წლის ღამეს ისინი ბალიშების ქვეშ იალქნიან ნახატებს მალავენ და იმედოვნებენ, რომ ნავებით მათთან შვიდი კეთილი ჯადოქარი მიცურდება.

ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქები ახალ წელს თოვლისა და ყინულის ულამაზესი სკულპტურებით მშვენდება.

იაპონელებს ახალი წლის დადგომას გონგის 108 დარტყმა ამცნობს. ადგილობრივთა რწმენით, თითოეული დარტყმა ადამიანის თითო უარყოფით თვისებას კლავს. ასეთი კი ადამიანს 6 თვისება აქვს: სიხარბე, სიბოროტე, სიბრიყვე, უგუნურობა, თავდაუჯერებლობა და შური. თითოეულ უარყოფით თვისებას კი 18 განშტოება აქვს.

ახალი წლის პირველ წუთებში იაპონელები ხმამაღლა იცინიან, რაც ადგილობრივთა რწმენით, მათთვის ბედნიერების მომტანი იქნება. იმისათვის, რომ ბედნიერებამ მათ სახლებში შეიხედოს, იაპონელები სახლის კარს ლელქაშებითა და ღიღილოებით რთავენ.

იაპონელების სუფრას საახალწლოდ მაკარონი, ბრინჯი, ჭანარი და ლობიო ამშვენებს. ტრადიციული საახალწლო ატრიბუტია ბრინჯის ფქვილისგან გამომცხვარი ფუნთუშები.

იაპონელ თოვლის ბაბუასსეგაცუ სანიჰქვია.

ახალ წელს გოგონები ბადმინტონით ერთობიან, ბიჭები კი ცაში საჰაერო ფრანებს უშვებენ.

ყველაზე პოპულარული საახალწლო აქსესუარი იაპონიაში ფოცხებია, რადგანაც მათი საშუალებით იაპონელები ბედნიერებას აგროვებენ. ფოცხებს ისინი ლელქაშის ღეროებისგან აკეთებენ და სხვადასხვა ფერებში ხატავენ. იაპონურ ფოცხებსკუმადებიჰქვია.

იმისათვის, რომ ახალ წელს მათ სახლში ბედნიერებამ დაიმკვიდროს, იაპონელები სახლის წინ კარებთან ლელქაშის სამ ღეროს არჭობენ და მას ფიჭვის ტოტებს ამაგრებენ.

ჩეხეთი და სლოვაკეთი

ახალი წლის ღამეს ჩეხ და სლოვაკ ბავშვებს მხიარული თოვლის ბაბუა სტუმრობს, რომელსაც თბილი ქურქი და ცხვრის ფაფახი ახურავს. მასმიკულაშიჰქვია და ბავშვებს საახალწლო საჩუქრებით ახარებს.

ჰოლანდია

ჰოლანდიაში თოვლის ბაბუა გემით ჩადის. ბავშვები მას სიხარულით ხვდებიან. ჰოლანდიელი სანტა ძალიან მხიარული და გულუხვია და ბავშვებს ხილს, ტკბილეულსა და სათამაშოებს ურიგებს.

ჩინეთი

ჩინეთში ბუდას განბანვის უძველესი ტრადიცია შემორჩა. ახალ წელს ჩინეთის ყველა მონასტერში ბუდას ქანდაკებებს წყაროს წყლით რეცხავენ, ადამიანები კი მილოცვისას ერთმანეთს წუწავენ. უცნაური ტრადიციის გამო ახალ წელს ნახევარი ჩინეთი სველი ტანსაცმლით დადის.

მსგავსი სტატიები: (4)