როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

Saturday, Dec 16, 2017 0 კომენტარი

ნეპალი

ნეპალში ახალ წელს მზის ამოსვლისას ხვდებიან. ღამით კი ისინი ეზოებში კოცონს ანთებენ და მასში ძველ, გამოუსადეგარ ნივთებს ყრიან. მომდევნო დღეს იწყება საღებავების დღესასწაული. ადამიანები სახეებს, ხელებს და სხეულს იხატავენ, შემდეგ კი ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან.

საფრანგეთი

ფრანგ თოვლის ბაბუასპერ ნოელიჰქვია. ის ახალი წლის ღამეს ბავშვებს საჩუქრებს ფეხსაცმელებში უტოვებს.

საფრანგეთში ძალიან პოპულარულია სანტონები- თიხის ან ხის პატარა ფიგურები, რომლებსაც ნაძვის ხესთან დებენ.

ფინეთი

თოვლიან ფინეთში ზამთრის მთავარი დღესასწაული შობაა. შობის ღამეს ლაპლანდიელი თოვლის ბაბუა ბავშვებს საძინებლებში საჩუქრებს უტოვებს.

ყველაზე ცნობილი ფინური საშობაო ტრადიცია მკითხაობაა. ადგილობრივები ცვილს ადნობენ, წყალში ასხამენ და მასზე მკითხაობენ.

გერმანია

გერმანელი სანტა კლაუსი ვირით დადის. დაძინებამდე ბავშვები მაგიდაზე ცარიელ თეფშებს ტოვებენ, რომელზეც დილით საჩუქრები ხვდებათ. თოვლის ბაბუას ვირს კი პატარები ფეხსაცმელებში თივას უტოვებენ.

კუბა

კუბაში ტრადიციული საახალწლო ზეიმიმეფეების დღეიმართბა. ჯადოქარ მეფეებს, რომლებიც ბავშვებს საჩუქრებს ურიგებენ, ბალტასარი, გასპარი და მალჩორი ჰქვიათ. ახალი წლის ღამეს ბავშვები მათ წერილებს წერენ და სურვილების შესრულებას სთხოვენ.

ახალი წლის ღამეს კუბელები ჭურჭელს წყლით ავსებენ, გვიან ღამით კი წყალს ფანჯრიდან ღვრიან, რაც სიმბოლურად განწმენდას ნიშნავს.

12 საათის დადგომამდე კუბელები ყურძნის 12 მარცვალი უნდა შეჭამონ და მათ წელიწადის 12-ვე თვე წარმატებული და ბედნიერი ექნებათ.

პანამა

ყველაზე დიდი ხმაურით ახალ წელს პანამაში ხვდებიან. ახალი წლის ღამეს ქალაქის ყველა ზარი რეკავს, ყვირის საყვირები, უფროსები და პატარები ხმამაღლა ღრიალებენ, აბრახუნებენ კარებზე. ასე ხმაურიანად ისინი ძველი წლის დასრულებას და ახალი წლის დადგომას ხვდებიან.

უნგრეთი

უნგრელები ახალი წლის დადგომას სტვენით ხვდებიან, რისთვისაც იყენებენ თითებს, რქებს, სასტვენებს და სხვადასხვა საშუალებებს. ამ მეთოდით ისინი საკუთარი სახლებიდან ბოროტ სულებს დევნიან. უნგრელების საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ლობიო, ბარდა, ვაშლი, კაკალი, ნიორი და თაფლი.

ისრაელი

ებრაულ ახალ წელსროშ ხა შანაჰქვია და მას სექტემბრის პირველ რიცხვებში ზეიმობენ. „როშ ხა შანასამყაროს შექმნის დღედ ითვლება.

ახალი წლის დღესასწაული ლოცვის დღეა. წინა დღით ებრაელები თაფლიან ვაშლს, ბროწეულს და თევზს მიირთმევენ და ტრაპეზობამდე ლოცულობენ.

ახალი წლის პირველ დღეს ებრაელები წყალთან მიდიან და ლოცვა „ტაშლიხს“ კითხულობენ

კითხვის გაგრძელება 

მსგავსი სტატიები: (4)