როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

Saturday, Dec 16, 2017 0 კომენტარი

ირლანდია

ირლანდიური შობა უფრო მეტად რელიგიური დღესასწაულია, ვიდრე უბრალო გართობა. შობის ღამეს სარკმელთან სანთლებს ანთებენ. ამით ისინი იოსებსა და მარიამს თავშესაფარს სთავაზობენ.

ირლანდიელი ქალები ტრადიციულ ნამცხვარს, .. „სიდ ქეიქსაცხობენ.

კოლუმბია

კოლუმბიის საახალწლო კარნავალის მთავარი მოქმედი გმირი ძველი წელია. ის ხალხის მასაში გრძელი ოჩორფეხებით დააბიჯებს და ბავშვებს სასაცილო ისტორიებს უყვება. კოლუმბიელ თოვლის ბაბუასპაპა პასკუალეჰქვია. მასზე კარგად ფეიერვერკებს კოლუმბიაში ვერავინ აწყობს.

ახალი წლის წინა დღეს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში თოჯინების კარნავალი ტარდება. ამ დღეს განსაკუთრებული ჟრიამული დედაქალაქის უძველეს რაიონ კანდელარიშია.

ვიეტნამი

ვიეტნამში ახალი წელი გაზაფხულის დღესასწაულად ითვლება და ადგილობრივ ენაზე მასტეტიჰქვია. ახალი წლის სიმბოლო ატმის აყვავებული ტოტებია, რომელიც ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს.

ბავშვები მოუთმენლად ელიან ახალი წლის ღამის დადგომას, რომ ფანჯრებიდან თვითნაკეთი შუშხუნები გაისროლონ.

ვიეტნამში ახალი წლის დადგომას მთვარის კალენდრით 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე აღნიშნავენ. სადღესასწაულო სუფრას ყვავილების თაიგული ამშვენებს. ახალ წელს მიღებულია ატმის აყვავებული ტოტების ჩუქება.

ახალი წლის ღამეს პარკებსა და სკვერებში კოცონს ანთებენ, რომლის გარშემოც ოჯახებით იკრიბებიან. ნაკვერჩხალზე ბრინჯისგან საახალწლო კერძს ამზადებენ.

ამ დღეს ადამიანები ყველა წყენას ივიწყებენ.

ვიეტნამელთა რწმენით, ღმერთი ყველას სახლში ცხოვრობს. ღმერთები ახალი წლის ღამეს ზეცაში მიფრინავენ და ერთმანეთს უყვებიან, თუ როგორ გაატარა ძველი წელი ოჯახის თითოეულმა წევრმა.

ოდესღაც ვიეტნამელებს სჯეროდათ, რომ ღმერთი თევზის ზურგზე იჯდა და დაცურავდა. ეს რწმენა ადგილობრივთა მცირე ნაწილს ისევ შემორჩა. ისინი ბაზარში ცოცხალ თევზებს ყიდულობენ და მდინარეში უშვებენ.

ვიეტნამელებსაც სწამთ, რომ ოჯახის კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ შეაღებს ახალ წელს მათი სახლის კარს.

კითხვის გაგრძელება

წყარო :http://www.sazogadoeba.ge

მსგავსი სტატიები: (5)