ჯეკ დენიელსი Jack Daniel's  ყველაზე გაყიდვადი ამერიკული ვისკი

ჯეკ დენიელსი Jack Daniel's ყველაზე გაყიდვადი ამერიკული ვისკი

Tuesday, Dec 12, 2017 0 კომენტარი

Jack Daniel's ყველაზე გაყიდვადი ამერიკული ვისკი

Jack Daniel's არის ყველაზე გაყიდვადი ამერიკული ვისკი. ამასთანავე მას ბურბონთა ოჯახშიც მოაზრებენ. ვისკის შემქმნელის ჯასპერ ნიუტონ დანიელის დაბადების თარიღის ზუსტი კლასიფიკაცია არ არსებობს. თუმცა ვისკის დამაარსებლის დაბადების თარიღად 1845-1850 წლის მონაკვეთს მიიჩნევენ.

ჯასპერის მშობლები წარმოშობით შოტლანდიიდან იყვნენ, რომლებიც XIX საუკუნეში დასახლდნენ ამერიკაში, ტენესის შტატის ქალაქი ლინჩბურგში. სწორედ ამ ქალაქში იწყება 1875 წელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ვისკის პირველი გაყიდვა და დამზადება. მისი უნიკალური გემო მღვიმედან გამომავალ წყაროს წყალში იყო. სწორედ ამიტომ 1904 წელს ქ. ლუის მსოფლიო გამოფენაზე, გემური თვისებების მაღალი მაჩვენებლის გამო ვისკიმ მოიპოვა ოქროს მედალი.

ჯასპერ ნიუტონ დანიელმა მის მიერ შექმნილ ბრენდს უწოდა Jack Daniel's. დენიელის ბიოგრაფიის თანახმად ,,ძველი #7 " იყო ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის ნომერი ვისკის ჩამოსხმის შესახებ. რაც შემდგომში მის ეტიკეტირებაზეც აისახა. იყო მცდელობები, რომ შეეცვალათ ნომერი, მაგრამ დენიელმა ჩამოყალიბებულ ტრადიცია არ უღალატა.

1897 წელს ჯასპერმა შექმნა ვისკისთვის კვადრატული ბოთლი, რომელიც მიზნად ისახავდა სამართლიანობის და მთლიანობის განცდის სურვილს.


მიუხედავად ჯასპერის წარმატებული საქმიანობის და ცხოვრებისა, მას არასდროს შეუქმნია ოჯახი. მას არ ჰყავდა მემკვიდრე, მაგრამ 1907 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო წილი დისშვილს-ლემ მატლოუს მისცა. ამის შემდგომ ვისკის წარმოებას ბევრი განსაცდელი გადახდა თავს და შეიცვალა მფლობელი. მაგრამ დღეს კვლავ განაგრძობს წარმოებას და ლიდერობის შენარჩუნებას.

ჯასპერ ნიუტონ დენიელი გარდაიცვალა 1911 წელს, სისხლის მოწამვლის შედეგად. ჭრილობაში შეჭრილმა ინფექციამ, რომელსაც დენიელმა ყურადღება არ მიაქცია მისი გარდაცვალება გამოიწვია. ვისკი საკმაოდ პოპულარულობით გამოირჩეოდა ამერიკაში. ვხვდებით სხვადასხვა ფილმის სცენებში, მომღერლების საყვარელი სასმელადაც კი იქცა. ფრენკ სინატრა მისი ხშირი მომხმარებელი იყო. Jack Deniel's ის ბრენდის სახელით დღეს 14 სხვადასსხვა სახის ვისკი იწარმოება.

მსგავსი სტატიები: (1)